წარმოდგენილი კონვენციის 1„დ“ მუხლში განსაზღვრული ვეტერინარული კონტროლი მოიცავს აგრეთვე ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადაზიდვის პირობებს და საშუალებების კონტროლს. მასში შეიძლება შედიოდეს აგრეთვე ხარისხის, სტანდარტებისა და სხვადასხვა წესებსი კონტროლი, მაგალითად კონტროლი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შენარჩუნების მიზნით, რომელიც ეფექტიანობის მოსაზრებით, ხშირად არის დაკავშირებული ვეტერინარულ კონტროლთან