ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელებამდე პასუხისმგებელი სამსახურები თანამშრომლობენ სხვა ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის სამსახურებთან, რათა დააჩქარონ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის გზით.
იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების პარტიის დაკავება ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობსი კონტროლის დროს, კომპეტენტური სამსახური ზომებს იღებს იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს დაკავების მიზეზებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 6
ხარისხის კონტროლ