ხარისხის კონტროლის სამსახურები თანამშრომლობენ სხვა ხელშემკვრელი მხარეებსი შესაბამის სამსახურებთან, რათა დააჩქარონ ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის გზით.
იმ შემთხვევაში, როცა ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების პარტიის დაკავება ხარისხის კონტროლის დროს; კომპეტენტური სამსახურები ზომებს იღებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინონ ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს, დაკავების მიზეზებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 7
წინამდეარე კონვენციის 22-ე მუხლში ნახსენები ადმინისტრაციული კომიტეტის პროცედურების წესებ