ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან:
განახორციელონ, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის პუნქტების ორგანიზება, გადაზიდვის მოთხოვნათა შესაბამისად. ხელი შეუწყონ ტვირთების გატარებას, კერძოდ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლზე პასუხისმგებელი სამახურებისა და საბაჟო სამსახურების, სამუშაო საათების კოორდინაციის გზით, და სწრაფფუჭებადი ტვირთების საბაჟო წმენდის შესაძლებლობის უზრუნველყოფით ისეთ საათებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მუშაობის ჩვეულებრივი გრაფიკით, თუ შეტყობინება მათი შემოსვლის შესახებ დროულად იქნა მიღებული.
ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ შეაძლებელი იქნება დამტკიცება იმისა და თუ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები ისეთია, რომ ეს ტვირთები, განსაკუთრებით კი სწრაფფუჭებადი ტვირთები არ გაფუჭდებიან გადაზიდვის დროს.
მოქმედი კონვენციის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ გადასახადი, ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვითრების ფიზიკური კონტროლი.
ხელშემკვრელი მხარეები ორგანიზაციას უკეთებენ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს, უთანხმებენ რა ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია, პროცედურებს, რომლებსაც იყენებენ ამ სახის კონტროლზე პასუხისმგებელი სამსახურები, და პროცედურებს, რომლებსაც იყენებენ სხვა სახეობების კონტროლისა და დათვალიერების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახურები.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების დაკავება ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელშემკვრელი მხარების კომპეტენტური საკონტროლო სამსახურები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ტვირთების შენახვა ან სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ხორცილედებოდეს მინიმალური საბაჟო ფორმალობებით და ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის შენახვას