1. მოცემული კონვენციის რატიფიკაცია და სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდება დაუყოვნებლივ. კონვენცია ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს.
2. მოცემული კონვენცია ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მისი დენონსირება ნებისმიერ დროს. კონვენციის დენონსირება ძალაში შევა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისაგან შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო ექვსი თვის პირველ დღეს.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე მხარეს წარუდგენს წინადადებას მოცემულ კონვენციაში ერთი ან მეტი მუხლის შეცვლის, სრულყოფის ან კონვენციაში შეტანის შესახებ. თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან მუხლის შეცვლის, სრულყოფის ან კონვენციაში შეტანის შესახებ, ყოველივე ეს შეტანილი იქნება ოქმში, რომელიც მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს შეადგენს.
რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერებმა, ჩვენი მთავრობისაგან შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილებმა, ხელი მოვაწერეთ ამ კონვენციას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის 17 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს იტალიის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილი