1. ქონების სარგებლობაში გაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების სარგებლობის ფორმით გაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე.
3. სარგებლობის ფორმით ქონების სარგებლობაში გაცემისას მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
4. ქონება, რომელიც გაცემულია სარგებლობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს იმ პირობებით, რომელსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება
აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.02.2011
მუხლი 15. ქონების სარგებლობაში გაცემის საერთო პირობები
თავი III — აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 12. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ინციატორები და მისი ფორმები
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. ქონების უზუფრუქტის უფლებით გაცემა
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გაცემა
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქონების თხოვება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №4, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.110.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1217714/muxli-15/