აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი პირს უზუფრუქტით გადაეცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტით გადაცემული ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა abaSis მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ abaSis მუნიციპალიტეტი, თუ ნივთი გაქირავებული ან იჯარით იყო გაცემული, ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე