მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.02.2011 ბოლო ცვლილება 18.12.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280211, 28/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №98

2011 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

   მუხლი 1. საქართველოში სასკოლო განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით „სა­ქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მეცნიე­რების, ტექნო­ლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვე­პუნქტის შესაბა­მისად დამტკიცდეს თანდართული ნორჩ გამომ­გონებელთა კონ­კურსის დებულება.  

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

 

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს ნორჩ გამომგონებელთა კონ­კურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების წესსა და პი­რო­ბებს, აგრეთვე, მისი მეთოდოლოგიური და ადმინისტრა­ციუ­ლი უზრუნველყოფის საკითხებს.

2. კონკურსი შეიძლება გაიმართოს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

    მუხლი 2. კონკურსის მიზნები

კონკურსის მიზნ ებ ია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა;

ბ) სასწავლო პროცესის სტიმულირება -სრულყოფა, სწავ­ლისადმი ინტერესის გაღვივება;

გ) ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტე­რე­სის გაღვივება;

დ) შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვე­ვების განვითარება .

    მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება

1. კონკურსის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სა­ჯა­რო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვ­ნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით;

ბ) კონკურსის დეტალური პირობების შემუშავებასა და და­მ­ტკიცებას;

გ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუ­მენტაციის მიღების ვადების დადგენას და საჯაროდ გამოც­ხადებას;

დ) საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცებას;

ე) საკონკურსო განაცხადების შეფასებისათვის აუცილე­ბელი პროცედურების ადმინისტრირებას;

ვ) გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების გამოვლენა­სა და დაჯილდოებას.

    მუხლი 4. კონკურსის ძირითადი პირობები

1. კონკურსი იმართება მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ზოგადსაგან­მა­ნათლებლო დაწესებულების მოსწავლეს. საკონკურსო განაცხა­დების შეტანა შეიძლება ინდივიდუალურად და ჯგუფურად.

2. ერთი და იგივე პირი ვერ იქნება საკონკურსოდ წარდ­გენილი ორზე მეტი განაცხადის ავტორი ან თანაავტორი.

3. საკონკურსოდ არ განიხილება განაცხადები, რომლებიც ადრე უკვე იყო გამარჯვებული სხვა კონკურ­სებზე.

4. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს საკონკურსოდ წა­რა­დგინოს მხოლოდ საკუთარი ავტორობით/თანაავტო­რო­ბით შე­დ­გენილი განაცხადი.

    მუხლი 5. საკონკურსო განაცხადების შეფასება

1. საკონკურსო განაცხადებს შეაფასებს საკონკურსო კომი­სია, რომლის შემადგენლობასაც აკომპლექტებს ფონდის გენე­რალური დირექტორი.

2. საკონკურსო განაცხადები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მოიხსნება კონკურსიდან.

3. საკონკურსო ნომინაციები და პრიზები განისაზღვრება ფონდის მიერ საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის შესაბამისად.

4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.