ოქმი საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 02/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეები“ შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება“) შეიტანონ შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. შეთანხმების მე–2 მუხლში:

პუნქტ 1-ში: სიტყვა„ყოველწლიურად“ ამოღებულ იქნას:

დაემატოს სიტყვები „წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს“;

დაემატოს მეორე აბზაცი შემდეგი შინაარსით:

„მხარეები შეთანმხდნენ გააუქმონ ამოღებები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ შეთანხმების მიხედვით, დანართში მოცემული საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებათა გაუქმების ეტაპობრივი გრაფიკის თანახმად“;

პუნქტი 2 ამოღებულ იქნას:

მე–3 პუნქტი ჩაითვალოს მეორე პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდში, მხარეთა საბაჟო ტერიტორიებიდან წარმოშობილ საქონელში იგულისხმება საქონელი, რომლის წარმოშობაც განსაზღვრულია დსთ–ს მთავრობათა მეთაურების საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების“ შესაბამისად“.

2. შეთანხმებას დაემატოს დანართი წინამდებარე ოქმის დანართის შესაბამისად.

წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მხარეების მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შესრულებულია ქ. ჟენევაში 2004 წლის 11 ნოემბერს ორ ნამდვილ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ; ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.

მხარეებს შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს                                                                                    ყაზახეთის რესპუბლიკის

 მთავრობის სახელით                                                                      მთავრობის სახელით

საქართვლოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ოქმის დანართი

 „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმების“ დანართი

 

 

საქართველოს და ყახახეთის რესპუბლიკას შორის ამოღებათა გაუქმების ეტაპობრივი გრაფიკი

საქონლის კოდი

საქონლის დასახელება

ამოღებათა გაუქმების ვადა

2203

ლუდი ალაოსი

2005 წ. 1 აპრილიდან

2205

ვერმუტები და ნატურალური ღვინოები, ყურძნის სხვა, მცენარეული და არომატიზირებული დამატებით

2005 წლის 1 აპრილიდან

2206

სასმელები დადუღებული სხვა (სიდრი ვაშლის, პერი სიდრი მსხლის, სასმელი თაფლის); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვაგან მიუთითებელი

2005 წლის 1 აპრილიდან

2207

სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის არანაკლებ 80 მოც.პროცენტის კონცენტრაციით, სპირტი ეთილის და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით

2006 წლის 1 იანვრიდან

24

თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები

2005 წლის 1 აპრილიდან

170199100

თეთრი შაქარი

2005 წლის 1 აპრილიდან