თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2011 ძალადაკარგული 30.04.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/18
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.111.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228012, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №3/18

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

 მუხლი 1

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

 

ცენტრალური ზონა

პირველი ქვეზონა

1კვ.მ-ზე

4.34 ლარი

მეორე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

 4.14 ლარი

მესამე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

3.84 ლარი

მეოთხე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

3.54 ლარი

შუალედური ზონა

შუალედური ზონა

1კვ.მ-ზე

2.95  ლარი

პერიფერიული ზონა

პირველი ქვეზონა

1კვ.მ-ზე

2.66 ლარი

მეორე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

2.36 ლარი

 

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:

ბ.ა)  ცენტრალურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;

ბ.ბ)  შუალედურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;

ბ.გ)  პერიფერიულ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;

გ) მოძრავ ნივთზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით.

    მუხლი 2

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა.

    მუხლი 3

ამ დადგენილების 1-ლი მუხლ ის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №7/16 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 5

დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი  ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.

    მუხლი 6

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ი. საღინაძე