თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/18
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
| ცენტრალური ზონა | ||
| პირველი ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 4.34 ლარი |
| მეორე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 4.14 ლარი |
| მესამე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 3.84 ლარი |
| მეოთხე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 3.54 ლარი |
| შუალედური ზონა | ||
| შუალედური ზონა | 1კვ.მ-ზე | 2.95 ლარი |
| პერიფერიული ზონა | ||
| პირველი ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 2.66 ლარი |
| მეორე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 2.36 ლარი |
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) ცენტრალურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;
ბ.ბ) შუალედურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;
ბ.გ) პერიფერიულ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;
გ) მოძრავ ნივთზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით.
მუხლი 2
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 3
ამ დადგენილების 1-ლი მუხლ ის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №7/16 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 5
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/18
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3
პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს№659 ბრძანებულების „
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის
შესაბამისად:მუხლი 1
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
| ცენტრალური ზონა | ||||
| პირველი ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 4.34 ლარი | ||
| მეორე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 4.14 ლარი | ||
| მესამე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 3.84 ლარი | ||
| მეოთხე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 3.54 ლარი | ||
| შუალედური ზონა | ||||
| შუალედური ზონა | 1კვ.მ-ზე | 2.95 ლარი | ||
| პერიფერიული ზონა | ||||
| პირველი ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 2.66 ლარი | ||
| მეორე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 2.36 ლარი ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:ბ.ა) ცენტრალურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით; ბ.ბ) შუალედურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით; ბ.გ) პერიფერიულ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით; გ) მოძრავ ნივთზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით.მუხლი 2 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 3 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის საფუძველზე.მუხლი 4 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №7/16 დადგენილება „ თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ . მუხლი 5 დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას. მუხლი 6 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე | ||