„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228030, 04/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება№63

 2011 წლის 26 თებერვალი

ქ. რუსთავი

 „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების   შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის№1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის       მე-20 მუხლის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 108-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-101 თავით დადგენილი წესით ინიციირებული საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე – www.rustavi.ge საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.“.

2. 108-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, საკრებულოს ვებგვერდზე ქვეყნდება პროექტის შემცირებული ვარიანტი და ინფორმაცია მისი სრული ვერსიის გაცნობის შესაძლებლობის შესახებ.“.

3. 108-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე, ასევე ამ დებულების 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“.

4. 108-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე „www.matsne.gov.ge“.

5. ამოღებულ იქნეს 108-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

6. ამოღებულ იქნეს 135-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

7. 135-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები შესაძლებელია გამოიკრას მერიის რწმუნებულის შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდზე ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, შემცირებული ვარიანტი და მიეთითება ინფორმაცია მისი სრული ვერსიის გაცნობის შესაძლებლობის შესახებ.“.

8. ამოღებულ იქნეს 138-ე მუხლის პირველი პუნქტი.

9. 138-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან ვებგვერდზე „www.matsne.gov.ge“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                     კ.  გურგენიძე