„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№210
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016883
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.10.003. 016663) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. №1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2012 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 17 282 000 ლარით.“.

2. №1.1 დანართის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 082 260 ლარით.“.

3. №1.13.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 928 200 ლარით.“.

4. №1.13.2 დანართის (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 003 800 ლარით.“.

5. №1.13.3 დანართის (სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 696 800 ლარით.“.

6. №1.13.3 დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არანაკლებ 1 390 ციფრული სმენის აპარატის შეძენას და გაცემას;“.

7. №1.8 დანართის (დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების შეცვლა სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ამ პუნქტით განსაზღვრული საერთო რაოდენობის ფარგლებში, ქვეპროგრამის ბენეფიციართა შერჩევის პროცესში დაფიქსირებული მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                              ნ. გილაური