„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307020, 18/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დადგენილება №15

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის   №3-2 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის ა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ადგენს:

1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში(გაზეთი„აჭარა“№40, 12.04.2008 წ., გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები: 

ა) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ძველი ბათუმის უბანში;

ბ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო რუსთაველის უბანში;

გ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ხიმშიაშვილის უბანში;

დ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბაგრატიონის უბანში;

ე) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აღმაშენებლის უბანში;

ვ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ჯავახიშვილის უბანში;

ზ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო თამარის უბანში;

თ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბონი-გოროდოკის უბანში;

ი) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აეროპორტის უბანში.“;

 

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ მისამართად განისაზღვროს  ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                    გ.  კირთაძე