„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.132.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110623004, 27/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის 21 ივნისი

ქ. ბათუმი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბა­მისად, თვითმ­მართველი ქალაქის–ბათუმისსაკრებულო ადგენს:

1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის– ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ6-8) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვითმმართველი ქალაქის–ბათუმისკომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმ­მართ­­ველი ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულე­ბელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები, თანახმად დანართი 1 და 2-ი სა;“;

ბ) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ი სა და დანართი 2-ის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერია“; „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის“; „ქალაქ ბათუმის მერია“; „ქბმ“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვები „საჯარიმო ქვითარი“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვები „საჯარიმო ქვითრის ყუა“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის ოქმის) ყუა“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 და დანართი 4 ამოღებულ იქნეს.

2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმისსაკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ისა და და დანართი 2-ის თავში (პირველ ხაზზე–მხოლობით ბრუნვაში), შესავალში (იქ სადაც უნდა მიეთითოს ოქმის/საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მონაცემები - მესამე პირში) და ბოლოში (სადაც მითითებულია დამკვეთი– მხოლობით ბრუნვაში) მიეთითოს შესაბამისი სამართალსუბიექტის (დაწესებულების, სამსახურის, იურიდიული პირის) სახელწოდება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ოქმის/საჯარიმო ქვითრის დამამზადებელ პოლიგრაფიულ საწარმოში სტამბური წესით, ისე ოქმის შემდგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

3. თვითმმართველი ქალაქის–ბათუმისკომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, რომელიმე კონკრეტული სამსახურის ან დაწესებულებისათვის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით ოქმის ან/და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი სამსახურის ან დაწესებულების მიერ გამოყენებაზე უპირატესობა მიენიჭოს ამ სამსახურის ან დაწესებულებისათვის დამტკიცებული ადმინისტრა­ციუ­ლი სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ნიმუშს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე