„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიაში სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 17 თებერვალი
ქ.ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიაში სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიაში სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის– ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-7 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №154, 10.11.2007წ.) და დადგენილებით დამტკიცებული ,,სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი 1) მეხუთე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ბეჭდვით. სანებართვო მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. სანებართვო მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი სანებართვო მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც სანებართვო მოწმობის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით იმავე დღეს აბარებს სამსახურის უფროსს (თუ სანებართვო მოწმობის შევსებას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) სანებართვო მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი უკლებლივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის მიერ ჩამოწერილი სანებართვო მოწმობა, რომელიც თან ერთვის ჩამოწერის აქტს წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ქ. ბათუმის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.კირთაძე