რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „ეთიკკაპიტალი“, არასაბანკო–სადეპოზიტო–საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №230
2011 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „ეთიკკაპიტალი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 35-ე პუნქტის, მე-8, მე-9, მე-13 და მე-14 მუხლების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. რეგისტრირებულ კოოპერატივს, საკრედიტო კავშირს „ეთიკკაპიტალი“, მიეცეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და გაიცეს მასზე სალიცენზიო მოწმობა №0140070;
2. ინფორმაცია, რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ეთიკკაპიტალის“, ლიცენზირების თაობაზე, 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
3. რეგისტრირებულ კოოპერატივზე, საკრედიტო კავშირზე „ეთიკკაპიტალი“, სალიცენზიო მოწმობა გაიცეს შესაბამის ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე;
4. წინამდებარე განკარგულება მხარეს შეუძლია გაასაჩვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია