მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.03.2011 ძალადაკარგული 23.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.109.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110311007, 23/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2011 წლის 7 მარტი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შემოღებულ იქნას მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები თანახმად №1 დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 მარტის №4 დადგენილება ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”.

3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ:           ბ. მიქავა

დანართი №1

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  მოსაკრებლების შემოღების შესახებ

 

ადგილობრივი მოსაკრებლები განისაზღვროს შემდეგი სახით:

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) თითეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში - 1500 ლარით;

ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თიტეულ სალაროზე კვარტალში - 3700 ლარი

გ) თითეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ით

დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიების ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%-ით.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2012.
როდის იქნა მიღებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მიღებულია 07.03.2011. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.109.016022.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2012-დან.
სად არის „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №3, 07.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1234111/