მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 23 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი ს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შემოღებულ იქნ ე ს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის № 3 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.
საკრებულოს თავმჯდომარის მ. შ
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბ. მიქავა
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი; ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი.3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.109.016060.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.03.2013-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №11, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1621097/