აუქციონის გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების მმართველი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აცხადებს პირველ აუქციონს შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.
მოვალის რეკვიზიტებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“, იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №73-ბ, საიდენტიფიკაციო კოდი 202211221.
აუქციონი შედგება 2011 წლის 18 აპრილს, 10 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9.
აუქციონზე გამოტანილი იქნება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რომლის საწყისი ფასი, აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ ცენტრი იბერიას“ 2011 წლის 14 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 137 564.20 ლარს.
სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გაგრძელდება 2011 წლის 16 აპრილამდე, განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9, 10 სთ-დან 14 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე 893 208008.
გაკოტრების მმართველი ვ. კეკელიძე