,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№179
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.563
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 29/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №179

2006 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე:

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების უკმარისობის ოდენობის 70 პროცენტით.

2. დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტები შემდეგი ოდენობით:

ა) მაღალმთიანობის კოეფიციენტები შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების მაღალმთიან პუნქტებში მცხოვრებთა:

ა.ა) 30 პროცენტამდე ხვედრთი წონის პირობებში – 0,5;

ა.ბ) 30-დან 70 პროცენტამდე ხვედრითი წონის პირობებში – 1,0;

ა.გ) 70 პროცენტზე მეტი ხვედრითი წონის პირობებში – 1,5;

ბ) მცირემოსახლეობიანი ტერიტორიული ერთეულების კოეფიციენტები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:

ბ.ა) 25 ათასამდე – 1,8;

ბ.ბ) 25-დან 50 ათასამდე – 0,4;

ბ.გ) 50 ათასზე მეტი რაოდენობისას – 0,1.

3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი