განჩინება - ს.ს."მშენებლის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
(გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ)
2011 წლის 21 თებერვალი
ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატა თედეშვილი,
სხდომის მდივანი: გიგა ჭინჭარაული,
კრედიტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი: გურამ კავსაძე;
გაკოტრების მმართველი: ვახტანგ კეკელიძე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 12 იანვარს ს/ს „მშენებელის“ გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კეკელიძემ საბოლოო ანგარიშით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ს/ს „მშენებელის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება. საბოლოო ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე, მეორე აუქციონზე განხორციელდა ს/ს „მშენებელის“ კუთვნილი ქონების სრულად გასხვისება.
სასამართლომ მოისმინა ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კეკელიძის მიერ წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების საბოლოო ანგარიში, კრებაზე დამსწრე კრედიტორის წარმომადგენლის მოსაზრებები მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის სამართლებრივ საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით გაიხსნა ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა ანდრონიკ სარიბეკოვი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, 2007 წლის 31 აგვისტოს 10 საათზე მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, გაკოტრების მმართველის ანდრონიკ სარიბეკოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ს/ს „მშენებელი“ დაიხურა და განხორციელდა მისი ლიკვიდაცია. 2007 წლის 31 აგვისტოს №2-263 განჩინებით გაკოტრების ტაბულაში შეტანილი იქნა მოთხოვნის შემოწმების შედეგები შემდეგი მონაცემებით: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რუსთავის საგადასახადო ინსპექცია 514 133,61 ლარი; აღნიშნული განჩინების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რუსთავის საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა 100% მქონე კრედიტორს. 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების მმართველი ანდრონიკ სარიბეკოვი განთავისუფლდა დაკავებული თ ანამდებობიდან და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ფრიდონ უბირია. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, მოვალე ს/ს „მშენებელის“ კრედიტორის საქარტველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადაწყვეტილების შესაბამისად ფრიდონ უბირია განთავისუფლდა ს/ს „მშენებელის“ გაკოტრების მმართველობიდან და ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების მმართველად დამტკიცდა ვახტანგ კეკელიძე.
ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების მმართველის ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე, 2009 წლის მდგომარეობით ს/ს „მშენებლის“ ბალანსზე რიცხული შენობების ნაწილობრივ დაშლილი დანგრეული შენობების ვარგისი მასალების საბაზრო ღირებულება შეადგენს 18 200 ლარს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის ინფორმაციის შესაბამისად, დადგენილია, რომ ს/ს „მშენებლის“ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტების (15 423 კვ.მ) შემდგომ საბაზრო ღირებულებამ 1 კვ.მ. 6,5 ლარის გათვალისწინებით შეადგინა 100 249,5 ლარი.
2010 წლის 15 იანვარს ს/ს „მშენებელის“ გაკოტრების მმართველმა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნა განცხადება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, ს/ს „მშენებელის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე. აუქციონზე გამოტანილი იქნა ს/ს „მშენებლის“ სამეუვეო ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რომლის საწყისი ფასი განისაზღვრა 135 200 ლარით. სამეურვეო ქონება შედგება მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისგან. 2010 წლის 16 თებერვალს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, ს/ს „მშენებელის“ გაკოტრების მმართველმა გამოაცხადა მეორე აუქციონი ს/ს „მშენებლის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია განხორციელდა ნაწილ-ნაწილ; კერძოდ, ერთ ლოტად გამოტანილი იქნებოდა ს/ს „მშენებლის“ ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი, მეორე ლოტად ს/ს „მშენებელის“ ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები. 2010 წლის 01 მარტს გამართულ მე-2 აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი რამაზ მაისურაძე.
კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრით ს/ს „მშენებლის“ კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობის პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები არ განსაზღვრულა, მეოთხე რიგის მოთხოვნა განისაზღვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრი 514 133,61 ლარის ოდენობით; მოცემულ საქმეზე მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რიგის მოთხოვნა, კერძოდ საგადასახადო დავალიანებები, ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები არ წარმოდგენილა.
მოვალის გაკოტრების მმართველის ანგარიშის შესაბამისად დადგენილია და კრედიტორის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაიფარა მეოთხე რიგის მოთხოვნა. 18 200 ლარი (აუქციონზე გამოტანილი შენობა-ნაგებობების საფასური) გადარიცხული იქნა რუსთავის რეგიონალური ცენტრის ანგარიშზე. ანგარიშზე სხვა თანხა არ დარჩენილა. 2010 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება ნატურით გადაეცა კრედიტორს. ამავე თარიღის მიღება-ჩაბარების აქტით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის, სასამართლო დავების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ნინო მუმლაძე-ბარავკოვმა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნატურით საკუთრებაში მიიღო ს/ს„მშენებელის“ სამეურვეო მასაში რიცხული ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №12, 15 423 კვ.მ. ფართის. მითითებული მიწის ნაკვეთის ფასი, 2009 წლის 24 დეკემბრის შპს „აუდიტ გურამის“ დასკვნის თანახმად შეადგენს ერთ კვადრატულ მეტრზე 6 ლარს და 50 თეთრს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ მოისმინა გაკოტრების მიერ წარმოდგენილი გაკოტრების ანგარიში, კრედიტორის წარმომადგენლის მოსაზრება, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების საქმისწარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდგომ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში განჩინების აღწერილობით ნაწილში დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული გაუნაწილებელი თანხა არ არსებობს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. მოცემულ შემთხვევაში ს/ს „მშენებელის“ პირადი ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ რამაზ მაისურაძის მიერ (აუქციონზე გამოტანილი შენობა-ნაგებობების საფასური) შეტანილი თანხა 18 200 ლარი ინკასოს განაღდებით გადარიცხულია რუსთავის რეგიონალური ცენტრის ანგარიშზე. 2010 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის, სასამართლო დავების სამმართველოს უფროს მა სპეციალისტმა ნინო მუმლაძე-ბარავკოვმა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნატურით საკუთრებაში მიიღო ს/ს „მშენებლის“ სამეურვეო მასაში რიცხული ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №12, 15 423 კვ.მ. ფართის, რომლის ფასი, 2009 წლის 24 დეკემბრის შპს „აუდიტ გურამის“ დასკვნის თანახმად შეადგენს ერთ კვადრატულ მეტრზე 6 ლარს და 50 თეთრს. გაკოტრების მმართველის ვახტანგ კეკელიძის საბოლოო ანგარიშის შინაარსიდან, წარმოდგენილი ს/ს „მშენებლის“ პირადი ანგარიშიდან ამონაწერით და 2010 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ გაკოტრების მასის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დაიფარა მე-4 რიგის კრედიტორის მოთხოვნა ნაწილობრივ. ს/ს „მშენებლის“ ანგარიშზე თანხა არ ირიცხება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და 42-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასრულდეს ს/ს „მშენებლის“ გაკოტრების საქმის წარმოება და სამეწარმეო რეესტრში გაუქმდეს ჩანაწერი ს/ს „მშენებლის“ რეგისტრაციის შესახებ;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს (პროცესის მხარეების და იმ პირების მიერ რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება) კერძო საჩივრით განჩინების გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნ. თედეშვილი