აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიო პროდუქტების სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოების აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიო პროდუქტების აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 15 აპრილს, დღის 14 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გოგებაშვილის ქ. №28 (პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ოფისში).
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების დამფუძნებლებისაგან აქციების შეძენაზე განაცხადის გაკეთება და მისი დამტკიცება.
2. სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების წესდების მე-5 თავის, მე-4-2-პუნქტის მოთხოვნის (მიმდინარე წლის აპრილის თვის ბოლოს შემდგომ გაყიდულ აქციებზე მისაღები დივიდენდების პროცენტული ოდენობის შემცირების შესახებ) განხილვა და დამტკიცება.
3. სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების 2011 წლის ბიზნეს-გეგმის განხილვა და დამტკიცება.
4. სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და მათ შორის დირექტორის სახელფასო (პრემიალურის ჩათვლით) ანაზღაურების განსაზღვრა-დამტკიცება.
5. სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების სარევიზიო კომისიისა და შიდა აუდიტის წევრთა არჩევა (მე-6 თავის, 6. 2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად).
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების სამეთვალყურეო საბჭოში, ხოლო განმარტებების და წინადადებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მობილური ტელეფონით – 899 57 38 42, როლანდ ზირაქაშვილთან.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის საფუძველზე.
სს „აპი-ფიტო“ და ტრადიციული ბიოპროდუქტების
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დირექტორი რ.ზირაქაშვილი