1. ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება  წინამდებარე  წესის შესაბამისად.

2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ქალაქ ქუთაისში გაიცემა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულარულ მარშრუტებზე.

3.   კონკურსი ცხადდება:

ა) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მსუბუქი ავტომობილებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;

ბ)  M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;

გ)  M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;

4. მარშრუტზე გაიცემა ერთი ნებართვა.

თავი II

კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობე