1.  კონკურსის   ჩატარების  უზრუნველსაყოფად  ქალაქ  ქუთაისის  მერი  ქმნის  კომისიას შესაბამისი საქალაქო სამსახურების სპეციალისტებისაგან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესითა და კომისიის დებულებით.

3. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას  ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მერი.

4. კომისია დამოუკიდებელია, არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

5. კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს.

6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშ