1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას.

2.  ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი – ქალაქ ქუთაისის მერი.

3. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მერია.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ უნდა იყოს:

ა) ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ) ინფორმაცია მარშრუტების  შესახებ;

ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა;

თ) ნებართვის გაცემის ფასი;

ი) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;

კ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ქალაქ ქუთაისის მერი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ, მის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, ქალაქ ქუთაისის მერია აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშ