სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2000 ძალადაკარგული 06.10.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
470230000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 05/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №278

2000 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების ინსტიტუციონალური მოწყობის სრულყოფის მიზნით:

1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების ორგანიზება სამინისტროს ტერიტორიულ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქ. თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანოებთან.

3. „სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის №583 ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ინვალიდობის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტის“.

ე. შევარდნაძე