თავი VIII — 1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა
1. საქართველოდან იმ სახელმწიფოში ექსპორტის ან რეექსპორტის ან იმ სახელმწიფოდან საქართველოში იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ამ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შეიძლება მიღებულ იქნეს კონვენციით განსაზღვრული ნებართვისა და სერტიფიკატის სანაცვლოდ.
2. სააგენტომ კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის და ამ სახელმწიფოში ექსპორტის ნებართვა ან რეექსპორტის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
3. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, სერტიფიკატი ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნებართვის, სერტიფიკატის ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის დასახელებას, ბეჭედს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას;
ბ) სახეობის ზუსტ დასახელებას;
გ) სახეობის ნიმუშის წარმომავლობას − იმ შემთხვევაში, თუ სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო სხვა ქვეყანაა, ამ ქვეყნის ექსპორტის ნებართვის ნომერს;
დ) იმის დადასტურებას, რომ ექსპორტი კომპეტენტური სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება და იგი ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს რეკომენდაციის ასლი) და რომ სახეობის ნიმუში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისადაა მოპოვებული;
ე) იმის დადასტურებას, რომ ცოცხალი ცხოველის ექსპორტი ან რეექსპორტი განხორციელდება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
4. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში ამგვარი დოკუმენტის გაცემისთვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან სამეცნიერო ინსტიტუტი შეტანილია კონვენციის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, ან კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის
კანონი №935
–
ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №935
- 22.12.2018 კანონი №4028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2616. საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი 1. საქართველოდან იმ სახელმწიფოში ექსპორტის ან რეექსპორტის ან იმ სახელმწიფოდან საქართველოში იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ამ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შეიძლება მიღებულ იქნეს კონვენციით განსაზღვრული ნებართვისა და სერტიფიკატის სანაცვლოდ. 2. საქართველოსსააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის და ამ სახელმწიფოში ექსპორტის ნებართვა ან რეექსპორტის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. 3. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, სერტიფიკატი ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ნებართვის, სერტიფიკატის ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის დასახელებას, ბეჭედს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას; ბ) სახეობის ზუსტ დასახელებას; გ) სახეობის ნიმუშის წარმომავლობას − იმ შემთხვევაში, თუ სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო სხვა ქვეყანაა, ამ ქვეყნის ექსპორტის ნებართვის ნომერს; დ) იმის დადასტურებას, რომ ექსპორტი კომპეტენტური სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება და იგი ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს რეკომენდაციის ასლი) და რომ სახეობის ნიმუში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისადაა მოპოვებული; ე) იმის დადასტურებას, რომ ცოცხალი ცხოველის ექსპორტი ან რეექსპორტი განხორციელდება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 4. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში ამგვარი დოკუმენტის გაცემისთვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან სამეცნიერო ინსტიტუტი შეტანილია კონვენციის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, ან კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება