თავი VIII — 1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა
1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ნებართვის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის ქვეყანას.
3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვა ახალი ნებართვით ჩანაცვლდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის სააგენტოსთვის ჩაბარების შემდეგ.
4. ნებართვის დაკარგვისას ნებართვის ასლი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი არ განხორციელებულა. ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტის განუხორციელებლობა უნდა დაადასტუროს აგრეთვე იმპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურმა.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის
კანონი №935
–
ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №935
- 22.12.2018 კანონი №4028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2619. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა 1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ნებართვის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის ქვეყანას. 3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვისნებართვა ახალი ნებართვით ჩანაცვლებაჩანაცვლდება ხდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის საქართველოსსააგენტოსთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჩაბარების შემდეგ. 4. ნებართვის დაკარგვისას ნებართვის ასლი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი არ განხორციელებულა. ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტის განუხორციელებლობა უნდა დაადასტუროს აგრეთვე იმპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურმა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება