1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
(ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.11.2011 კანონი №5201
წინა რედაქცია (01.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა გამოიანგარიშება გარემოდან ამოღებული ზეზე მდგომი ტყის მერქნული რესურსების (ტყის ფონდის ზეზეული ხეების) – 08.11.2011, მცენარეული რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების (ობიექტების№5201) მოცულობის ერთეულისათვის საქართველოს საგადასახდო კოდექსით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის ოდენობის გამოყენებით. ზიანის ოდენობის გაანგარიშების მეთოდს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარდგინებით ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.