თავი VIII — 1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა
1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას;
ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს;
გ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის
კანონი №935
–
ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №935
- 22.12.2018 კანონი №4028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2621. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი 1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოსსააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. 2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; გ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს. 3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება