თავი VIII — 1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.
3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.
5. კონვენციის I დანართში შეტანილი ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის სახეობის ნიმუშით, რომელიც ტყვეობაში გამრავლებულია კომერციული მიზნით, და კონვენციის I დანართში შეტანილი ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშით, რომელიც ხელოვნურად მოშენებულია კომერციული მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის
კანონი №935
–
ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №935
- 22.12.2018 კანონი №4028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 264. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე. 3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე. 5. კონვენციის I დანართში შეტანილი ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის სახეობის ნიმუშით, რომელიც ტყვეობაში გამრავლებულია კომერციული მიზნით, და კონვენციის I დანართში შეტანილი ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშით, რომელიც ხელოვნურად მოშენებულია კომერციული მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის დადგენილი წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება