თავი VIII — 1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა
1. ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის.
2. ლიცენზიის გამცემია სააგენტო.
3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის გამართვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.
4. აუქციონის გამართვამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს.
5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის თანხმობით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მხარეთა (საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო და ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით შესაძლებელია სალიცენზიო პირობების (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) შეცვლა ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
8. არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
9. ექსპორტისთვის თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზიას არ საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშის საექსპორტო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის
კანონი №935
–
ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №935
- 22.12.2018 კანონი №4028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 266. კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის 1. ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის. 2. ლიცენზიის გამცემია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. 3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის გამართვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. 4. აუქციონის გამართვამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს. 5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის თანხმობით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მხარეთა (საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო და ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით შესაძლებელია სალიცენზიო პირობების (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) შეცვლა ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა. 7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 8. არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება. 9. ექსპორტისთვის თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზიას არ საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშის საექსპორტო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება