თავი VIII — 1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა
1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.
2. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში, − ამ ქვეყნის მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა.
4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.
5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
6. კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება:
ა) იმ სახეობის საქართველოში წარმოშობილი ნიმუშის ექსპორტის განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც საქართველოს ინიციატივით არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში;
ბ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის პოპულაციის ნიმუშის იმპორტის იმ ქვეყნიდან განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში, თუ ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში;
გ) კონვენციის III დანართში შეტანილი იმ სახეობის ნიმუშის რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის წარმოშობილი კონვენციის III დანართში შეტანილი პოპულაციიდან.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის
კანონი №935
–
ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №935
- 22.12.2018 კანონი №4028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 267. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე. 2. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში, − ამ ქვეყნის მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე. 3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა. 4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე. 5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოსსააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე. 6. კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება: ა) იმ სახეობის საქართველოში წარმოშობილი ნიმუშის ექსპორტის განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც საქართველოს ინიციატივით არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში; ბ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის პოპულაციის ნიმუშის იმპორტის იმ ქვეყნიდან განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში, თუ ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში; გ) კონვენციის III დანართში შეტანილი იმ სახეობის ნიმუშის რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის წარმოშობილი კონვენციის III დანართში შეტანილი პოპულაციიდან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება