სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №297
2000 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მოსახლეობის საპენსიო უზრ უ ნველყოფის ერთიანი სისტემის შექმნის, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის, პენსიონერთა აღრიცხვიანობის მოწესრიგების, აგრეთვე „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესრულების მიზნით:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), დაზვერვის სახელმ წ იფო დეპარტამენტმა (ა. იოსელიანი):
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (ა. ჯორბენაძე) და ფინანსთა სამინისტროსთან (ზ. ნოღაიდელი) ერთად სამ თვეში ეტაპობრივად განახორციელონ სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახ უ რებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის, პენსიების დანიშვნა-გაცემისა და დაფინანსების რეორგანიზაცია;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან (ი. კოპლატაძე) ერთად ოთხ თვეში მოახდინონ არსებული მოქმედი საპენსიო საქმეების ინვენტარიზაცია და იდენტიფიკაცია. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის საპენსიო საქმეებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა დასრულდეს სამ თვეში.
2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეათანხმოს და ერთ თვეში წარმოადგინოს პროექტი „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზურნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრ ო მ, სახელმ წ იფო უშიშროების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრ ო მ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საპენსიო უზრუნველყოფის სამსახურების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეიტანონ ცვლილებები თავიანთ დებულებებში და წარმოადგინონ დასამტკიცებლად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელწმიფო დეპარტამენტმა, დაზვერვის სახელმ წ იფო დეპარტამენტმა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დასრულებამდე შეუფერხებლად განახორციელონ სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა, არსებული წესით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო დავალიანების დაფარვის განრიგი.
6. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ა. ჯორბენაძეს.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 09.07.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №297. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.05.002.001849.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.10.2006-დან.
- სად არის „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №297, 09.07.2000, სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.001849 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1251899/