რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობლემების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2001 ძალადაკარგული 25.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
010220020.05.002.002124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 30/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №298

2001 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობლემების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სავიზო რეჟიმის შემოღე­ბასთან დაკავშირებით მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობ­ლემის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ალექსიძე– საქართველოს სახელმწიფო კანცელარ ი ის მთავარი კონსულტანტი საერთაშორი­სო სამართლის საკითხებში

მერაბ ანთაძე– საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ამირან გამყრელიძე– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოად­გილე

ალექსი გერასიმოვი– საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხებში

დავით გულუა– საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავ­მჯდომარის მოადგილე

ომეხ დარჯანია– საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პირველი მოად­გილე

ზურაბ თინიკაშვილი– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის­ტროს საკონსულო დეპარტამენტის თავმ­ჯდომარის მოადგილე

კობა იმედაშვილი         – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

ირინა იმერლიშვილი– საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

თეიმურაზ მოსიაშვილი – დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქ­მეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდო­მარე

გია ფაცურია– სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის უფროსი

შალვა ფიჩხაძე– საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსა­ხურის უფროსის მოადგილე

ზაზა ფირალიშვილი– საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურ­თი­ერთობათა სამსახურის უფროსი

დაზმირ ჯოჯუა– საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფ­როსი

მარიამ ცაცანაშვილი– საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი

არჩილ ცერცვაძე– საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

2. სახელმწიფო კომისიამ (თ.ისაკაძე) 2 თვეში შესაბამის უწყე­ბებთან, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამ­შრომლობით შეისწავლოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სავიზო რეჟიმის შემოღების შედეგად მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობლემები და წარმოადგინოს წინადადებები მათ გადასაჭრელად.

ე. შევარდნაძე