„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ.24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის იშვიათი, ენდემური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას, ზღვის გარემოს დაცვას და ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას;“.
2. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა დაცვა
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველური მცენარეები რეგისტრირებულნი არიან საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“.
2. საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მიმართ აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის, ნადირობა, რეწვა, მოპოვება, ჭრა, თიბვა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც იწვევს ამ მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობის შემცირებას, აუარესებს მათ საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობებს.
3. საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2383_IIს