ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.09.2001 ძალადაკარგული 06.10.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№352
სარეგისტრაციო კოდი
200250000.05.002.002150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 06/09/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძაებულება №352

2001 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მატერიალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლის 42-ე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე რიცხული სახსრების 85,4 პროცენტი დარჩეს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, 0,4 პროცენტი მიმართულ იქნეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის სპეციალური სახსრების ანგარიშზე, 10 პროცენტი ფინანსთა სამინისტროს 2,1 პროცენტი – იუსტიციის სამინისტროს და 2,1 პროცენტი – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ამ სამინისტროების მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

2. ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრების ხარჯვის წესს ადგენენ შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

3. ამ ბრზანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულება:

ბ) „სახელმწიფო სტატისტიკის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №671 ბრძანებულების მე-2 პუნქტი.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.10.2006.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“?
„ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“ მიღებულია 01.09.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №352. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.05.002.002150.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.10.2006-დან.
სად არის „ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“, №352, 01.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 200250000.05.002.002150 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257372/