4.1 დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან:
_ საოპერაციო შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ძირითადი ღონისძიებები. Aამ ფაზის განხორციელება იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და მთავრდება განხორციელების პერიოდის დასრულებამდე არა უგვიანეს 24 თვით ადრე.
_ დასკვნითი ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ფინანსური აუდიტი და შეფასება და დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული კონტრაქტების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. ეს ფაზა ძალაში შედის საოპერაციო შესრულების ფაზის დამთავრების თარიღის მომდევნო დღეს და მთავრდება ამ დღიდან არა უგვიანეს 24 თვეში.
4.2. ძირითად ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ექვემდებარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაწეულ იქნა საოპერაციო შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტთან, შეფასებასთან და დახურვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებისათვის.
4.3. ევროკავშირის წვლილიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდიდან ექვსი თვის შემდეგ.
4.4. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს საოპერაციო შესრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.
4.5. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, და საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებსი შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.
თავი III. კონტრაქტების დადება და გრანტის მინიჭებ
ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II · რედაქცია 24.01.2011
მუხლი 4. შესრულების პერიოდი
თავი II — განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ევროკავშირის ფინანსური წვლილი
- მუხლი 5. მისამართები
- მუხლი 6. დანართები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 9. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 5. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 6. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის საბოლოო ვადა
- მუხლი 7. უფლებამოსილება
- მუხლი 8. დამკვიდრებისა და ბინადრობის უფლება
- მუხლი 9. საგადასახადო და საბაჟო დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II“, მუხლი 4, №0, 24.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257520/muxli-4-2/