ამ ხელშეკრულებაზე შემდეგი დოკუმენტები იქნება დართული და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:
დანართი I:  ზოგადი პირობები;
დანართი II: ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები.
6.2. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წამოიჭრება დანართების პირობებსა და დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს შორის, განსაკუთრებული პირობების დებულებებს უპირატესობა მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წამოიჭრება დანართი I-ისა და დანართი II- ის დებულებებს შორის, უპირატესობა დანართი I-ის დებულებებს მიენიჭება