7.1. საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაციის არსიდან გამომდინარე, ზოგადი პირობების შემდეგი დებულებები არ იქნება გამოყენებული იმ თანხის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლშია მითითებული (ბიუჯეტის მხარდაჭერა): მუხლები 2, 4.2-ის პირველი წინადადება, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12.2 და 13.2.
7.2. წინამდებარე განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლში (ბიუჯეტის მხარდაჭერა) მითითებული თანხისთვის, ზოგადი პირობების ქვემორე დებულებები უნდა შეიცვალოს შემდეგით:
7.2.1. 3.1. მუხლთან მიმართებაში: პროექტი/პროგრამა კომისიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ეს გულიხმობს თანხის გადახდის პირობებისადმი შესაბამისობის დადგენას და თანხების გადახდას თითოეული ტრანშის იმ პირობების თანახმად, რაც დაფინანსების ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული.
7.2.2. მე-10 მუხლთან დაკავშირებით: ბენეფიციარი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტის გაცვლითი რეგულაციები არადისკრიმინაციულად გავრცელდება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდების მიმართ. უცხოური ვალუტის ტრანსფერები უნდა განთავსდეს ცენტრალურ ბანკში ამ მიზნისათვის გახსნილ ანგარიშზე შეტყობინების მიიღების დღეს. გაცვლითი კურსი იქნება თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღების დღეს ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადგენილი საშუალო კურსი.
7.3. ამ განსაკუთრებული პირობების 2.1.1. მუხლში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით (ბიუჯეტის მხარდაჭერა), ზოგადი პირობების 4.1. მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი: ყოველგვარი გადახდის მოთხოვნები, რომლებსაც ბენეფიციარი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II) გაწერილი დებულებების შესაბამისად წარადგენს, გაერთიანების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ადეკვატური უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოთხოვნები ბენეფიციარის მიერ განხორციელების (იმპლიმენტაციის) სამოქმედო ფაზაში იქნება წარდგენილი.
7.4. ზოგადი პირობების 14.3 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში, რამაც ოპერაციის იმპლიმენტაციის პროცესში შეიძლება იჩინოს თავი
ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II · რედაქცია 24.01.2011
მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 8. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ოპერაციის არსი და მიზანი
- მუხლი 2. ევროკავშირის ფინანსური წვლილი
- მუხლი 5. მისამართები
- მუხლი 6. დანართები
- მუხლი 9. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 4. შესრულების პერიოდი
- მუხლი 5. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 6. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის საბოლოო ვადა
- მუხლი 7. უფლებამოსილება
- მუხლი 8. დამკვიდრებისა და ბინადრობის უფლება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II“, მუხლი 7, №0, 24.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257520/muxli-7/