ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2011 ძალადაკარგული 21.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.119.016074
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331009, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2011 წლის 30 მარტი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ “ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის, 29 -ე თავის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

შემოღებულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს,,ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ “ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №38 დადგენილების მე -2 მუხლის 1 -2 -3 და მე -6 პუნქტები.

    მუხლი 3.

დადგენილებ ა ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      გ. გელენიძე

 

დანართი № 1

ხონის მუნიციპალიტეტის ტეიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201 -ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება,რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე –3 -ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 -ჯერ;

გ) 2004 წლის მიღებულ აქტივებზე –1,5 -ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს–3 -ჯერ.

    მუხლი 3. საწარმოსთვის /ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშ უ ალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%

    მუხლი 4

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%.

    მუხლი 5

1. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰა მიწაზე – 59 ლარი ;

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1ჰე ქ ტარზე:

ბ.ა) სათიბებზე – 16 ლარი ;

ბ.ბ) საძოვრებზე – 10 ლარი .

2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ტყეების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 20 ლარით.

3. ბუნებრივი რესურსები მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების 1ჰა -ზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 3 ლარით.

    მუხლი 6.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2 -ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:

1. ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქალაქ ხონის ტერიტორიაზე –0,5) .

2. ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლების და თემების ტერიტორიაზე –0,25 .

    მუხლი 7.

არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2 დასაბეგრი ქონების წლიური გადასახადია:

1. ქ. ხონის ტერიტორიაზე – 0,12 ლარი .

2. ხონის მუნიციპალიტეტის შემ ა დგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიაზე – 0,06 ლარი .

    მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე შეადგენს 0,24-ს.

    მუხლი 9.

 ქონების გადასახადი არ ვრცელდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო0 სამეურნეო,დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე,საცხოვ რ ებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.

    მუხლი 10

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.