ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2012 ბოლო ცვლილება 10.09.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.119.016114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 9

2012 წ ლ ი ს 21 მარტი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 7 მუხლის პირველი ნაწილის, 29- ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად:

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №15 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. გელენიძე

 

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201- ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. რომელიც ქვემო თ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2 000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2 000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წლის მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 3

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 4

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების ღირებულების 0,2%;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%.

    მუხლი 5

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავი(მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

71

2

სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

35.5

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები.

3

    მუხლი 6

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ.-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ხონი) – 0,5;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 0,25.

    მუხლი 7

არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ- ზე ქონების გადასახადია:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის(ქ. ხონი) 0,12 ლარი;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის 0,06 ლარი.

    მუხლი 8

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2012.
როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 21.03.2012. მიმღები ორგანო — ხონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.119.016114.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.09.2012-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №9, 21.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.119.016114 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1616941/