ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2011 წლის 30 მარტი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) და პირობების განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით:
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის 1 მ-მდე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს;
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენება-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა.
2. თუ შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ფასადი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით“;
ბ) საზოგადოებრვი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის/ განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 2
ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში განთავსებულად ან/და საზოგადოებრივი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ შენობა-ნაგებობასა და წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებს შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ან სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვეის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 თებერვლის №9 დადგენილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი