სახემწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ეტეულის საკუთრებაში არსებული არასასიფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზრვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №4/2
2011 წლი ს 31 მარტი
ქ. მარნეული
სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
2. დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით.
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/2 დადგენილება „სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
4. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
დანართი №1
სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
СN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. მარნეულისათვის შეადგენს 1,3-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. მარნეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| № | ზონა | IMG | ITL | C | K | CN (ლარი), |
| ნორმ. ფასის მარეგ. კოეფიციენტი | ნორმ. ფასი | |||||
| 1 | ქ. მარნეული | |||||
|
|
| 0,52 | 1,3 | 0,24 | 160 | 25,9584 |
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს– 12,9792 ლარს.
დანართი №2
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
| № | ქ. მარნეულის ტერიტორია |
|
1 | ქ.მარნეულის რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, მერაბ კოსტავას, ჟორდანიას ქუჩა, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია, ორჩალოს, მაზნიაშვილის, შაიგა ს, გამსახურდიას კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდათის, რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები, ცენტრალური ზონის ქუჩების ჩიხები და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები, იაღლუჯის, რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, ნარიმანოვის ქუჩის ჩიხები, სამრეწველო ზონის ტერიტორია, ქ. მარნეულში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და ასევე, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა ტერიტორიები. |
სახემწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ეტეულის საკუთრებაში არსებული არასასიფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზრვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4/2
2011 წლის 31 მარტი
ქ. მარნეული
სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
2. დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით.
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/2 დადგენილება „სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
4. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
დანართი №1
სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
СN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. მარნეულისათვის შეადგენს 1,3-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. მარნეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი),ნორმ. ფასის მარეგ. კოეფიციენტი
ნორმ. ფასი
1
ქ. მარნეული
0,52
1,3
0,24
160
25,9584
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს – 12,9792 ლარს.
დანართი №2
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
№
ქ. მარნეულის ტერიტორია
1
ქ.მარნეულის რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, მერაბ კოსტავას, ჟორდანიას ქუჩა, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია, ორჩალოს, მაზნიაშვილის, შაიგას, გამსახურდიას კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდათის, რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები, ცენტრალური ზონის ქუჩების ჩიხები და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები, იაღლუჯის, რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, ნარიმანოვის ქუჩის ჩიხები, სამრეწველო ზონის ტერიტორია,ქ. მარნეულში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და ასევე, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა ტერიტორიები.