„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№146
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, 17.02.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. №5 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ პროგრამის ფარგლებში ორსულებში B ჰეპატიტის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტების შესყიდვა ხორციელდება 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტროს მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული ტესტები შემსყიდველის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გადაეცემა ამ დანართის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც გამოვლინდება პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.
2. №6 დანართის (ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ნაწილში პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.
3. №8 დანართის (ნარკომანია) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმები
პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.“.
4. №12 დანართის (იმუნიზაცია) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილში პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.
5. №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია):
ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. პროგრამის ფარგლებში ჰემოდიალიზისა და პერიტონეული დიალიზის მომსახურების მიმწოდებელი გამოვლენილად ითვლება მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლის მიწოდების შემთხვევაში. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ჰემოდიალიზისა და პერიტონეული დიალიზის მომსახურების მიმწოდებელი პროგრამით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებას იწყებს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლის (სადიალიზე მასალების, კათეტერის, მედიკამენტების) მიწოდებისთანავე.“;
ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილში პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.
6. №27 დანართის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტების, საკვები დანამატისა და მომსახურების შესყიდვას 2011 წლის პირველ აპრილამდე უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 მარტიდან.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №146. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.016306.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №146, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016306 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1262630/