"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენ ს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგე ნენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტ ებ ი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 მარტი.
№4462–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2011.
- როდის იქნა მიღებული "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4462-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 120260080.05.001.016259.
- რამდენი მუხლისგან შედგება "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4462-Iს, 22.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.016259 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1264077/