"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში დამატების ა დ ა ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით;“.
2. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ათვის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.“.
3. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 79. საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საერთო სასამართლოს მოსამართლ ისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 მარტი.
№4461–Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება
- მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა
- მუხლი 79. საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2011.
- როდის იქნა მიღებული "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4461-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 110050000.04.001.016015.
- რამდენი მუხლისგან შედგება "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4461-Iს, 22.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1264162/