ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №67
2004 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაშვების ორგანიზაციულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით:
1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალურ ი ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ გასცეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა.
3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური დოკუმენტების ცენტრალური რეგისტრის წარმოების ამოცანათა გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტს გამოეყოს ერთი მთავარი მრჩევლის საშტატო ერთეული არსებული ასიგნებების ფარგლებში.
4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური დოკუმენტების ცენტრალური რეგისტრის წარმოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“?
- „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 19.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №67. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.12.2005-დან.
- სად არის „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის საფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“, №67, 19.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1273522/