საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2004 ძალადაკარგული 15.03.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 24/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №71

2004 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ჩუბინიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი გაგნიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებისა და სამართლის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სულიკო დარსაველიძე – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქმეთა მმართველი

ნათია თურნავა –  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

ერეკლე ქიქოძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დირექტორი.

2. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებ ის სრული ინვენტარიზაცია და ერთ თვეში სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი) სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყონ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.

მ. სააკაშვილი